Belive

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თბილისში მიმდინარე 16-წლამდე საკალათბურთო ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრებმა მეექვსე მატჩი ჩაატარა. ნიკა ბურჯანაძის გუნდი საბერძნეთთან 50:65 დამარცხდა და ამჯერად მე-11 ადგილისთვის იბრძოლებს. რაც მთავარია, წინა შეხვედრაში, ისრაელთან გამარჯვებით, საქართველომ A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

საბერძნეთთან გამორჩეული მატჩი ჰქონდა საბა პატაშურს, რომელმაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 7/7 ქულა დააგროვეს დავით ტრაპაიძემა და სანდრო შერვაშიძემ.

მე-9 ადგილისთვის საბერძნეთი და გერმანია იბრძოლებენ, საქართველო კი რუმინეთს მე-11 ადგილისთვის დაუპირისპირდება. შეხვედრა 16 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება და ამით ჩვენთვის ევრობასკეტიც დასრულდება.

სხვა სტატიები