Belive

საქართველოს ნაკრებთან საბერძნეთს დიდი მხარდაჭერა ექნება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ათენში, "აკროპოლისის თასზე" საქართველო მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდება. მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. პოლონეთის წინააღმდეგ, რომელიც საბერძნეთისთვის ძლიერ მეტოქეს არ წარმოადგენს, მატჩს მაყურებლის დიდი რაოდენობა დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი ბოლომდე არ იყო სავსე გულშემატკივარმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა. იგივე სურათსაც ველით დღესაც საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული ნაკრებების დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულია. საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩის დასასწრები ბილეთები თითქმის გაყიდულია. საქართველოსა და საბერძნეთის ბოლო დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 აგვისტოს 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები