Belive

ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, შვეიცარიაში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჯგუფები დაკომპლექტდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) პირველ და მეორეადგილოსნებს შეხვდება.

  • საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება და თითოეულის გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს გაიფორმებს. პირველი წრის შემდეგ, თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.​

  • ოლიმპიადაზე თამაში უკვე გარანტირებული აქვთ საფრანგეთს, (მასპინძელი), გერმანიას, სერბეთს, აშშ-ს, კანადას, სამხრეთ სუდანს, იაპონიასა და ავსტრალიას.

  • კალათბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის ნაკრებია, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 87:82 მოუგო.

საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა ჯგუგი:

სხვა სტატიები