Belive

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში ბელგიასთან დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიასთან ოვერტაიმში 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:79 წააგო. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 70:70 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმაგი დუბლით სანდრო მამუკელაშვილი გამოირჩა, რომელმაც 40 წუთში 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ასისტი მოაგროვა. 17 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო თად მაკფადენის ანგარიშზე.

ბელგიას 14 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით ჯონათან ტაბუმ ულიდერა. 14 ქულას, 3 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ჟან-მარკ მვემამ.

დღეს ჩვენს ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, კიდევ ორი მატჩი გაიმართა - ესპანეთმა ბულგარეთს მოუგო, თურქეთმა კი - მონტენეგროს.

ზუროსის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 9 სექტემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი კვლავ 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები