Belive

სანდრო მამუკელაშვილს დალას მავერიქსის წინააღმდეგ შედეგიანი მატჩი ჰქონდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი დალას მავერიქსთან 129:139 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 21:44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა (5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა სკოტ ბარნსმა ჩააგდო, მან ბურთი 11-ჯერ მოხსნა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა, ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ენტონი დევისმაც - 25 ქულა, 10 მოხსნა.

ტორონტო რეპტორსი 1 მოგებით და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 ოქტომბერს, სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები