Belive

"გუნდისთვის სანდრო ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია" - დარკო რაიაკოვიჩი

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი ფინიქს სანსთან 98:120 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 17:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტორონტოს მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა:

ჩვენი გუნდისთვის სანდრო ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია, უბრალოდ მას საჭირო რიტმის პოვნა სჭირდება, ყველა ხედავს თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია. სანდრო ის კალათბურთელია, რომელმაც ბევრი სროლა უნდა განახორციელოს, ეს მისი საქმეა და მას რეპტორსისთვის უზარმაზარი სარგებელი მოაქვს. მჯერა, რომ მომავალში ბევრ ბურთს ჩააგდებს. - დარკო რაიაკოვიჩი - ტორონტო რეპტორსის მთავარი მწვრთნელი

ტორონტო რეპტორსი 39 მოგებით და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 24 მარტს, იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები