Belive

სანდრო მამუკელაშვილმა კონტრაქტი ტორონტო რაპტორსთან გააფორმა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ტორონტო რაპტორსში გააგრძელებს.

26 წლის კალათბურთელმა ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. belive-ის ინფორმაციით, სანდროს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა აირჩია გუნდი, სადაც მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ხელშეკრულება ,,მოთამაშის ოფციას'' მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე წელს სანდრო გადაწყვეტს, კონტრაქტი გაახანგრძლივოს თუ თავისუფალი აგენტი გახდეს.

მამუკელაშვილი სან ანტონიოში გატარებულ გასულ სეზონში საშუალოდ 11,2 წუთს თამაშობდა და 6,3 ქულას, 3,1 მოხსნასა და 0,8 ასისტს აგროვებდა.

ტორონტომ 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი 30 მოგებითა და 52 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე დაასრულა.

  • მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში 2021 წლის 19 ოქტომბერს, მილუოკი ბაქსის შემადგენლობაში, ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ შედგა.

  • 2023 წლის მარტიდან სანდრო სან ანტონიო სპურსში თამაშობდა.

  • მიმდინარე წლის 20 მარტს, მამუმ NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - მას, NBA-ის ისტორიაში, 20 წუთზე ნაკლებ დროში, ყველაზე მეტი - 34 ქულა აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები