ტორონტოს ზედიზედ მე-5 მოგება | მამუკელაშვილმა ფილადელფიასთან 15 წუთი ითამაშა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ტორონტო რაპტორსმა ზედიზედ მე-5, ბოლო 10-დან კი მე-9 მატჩის მოგება შეძლო.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა დღეს ფილადელფია სიქსერსი სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:112 დაამარცხა.
შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 15 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ტორონტოს 22 ქულით, 4 პასითა და 3 მოხსნით არ ჯეი ბარეტმა ულიდერა, ფილადელფიას რიგებში კი 24 ქულით, 9 ასისტით, 3 ჩაჭრით, 2 მოხსნითა და 1 დაფარებით ტაირის მაქსი გამოირჩა.
რაპტორსი, რომელიც 10 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 22 ნოემბერს, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.