Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ბრუკლინთან მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსი'' ,,ბრუკლინ ნეთსთან'' 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:119 დამარცხდა. ,,ბაქსის'' შემადგენლობაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა - ქართველმა ფორვარდმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ბრუკლინ ნეთსს'' კევინ დურანტმა ულიდერა - სუპერვარსკლავმა 23 წუთში 18 ქულას, 6 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. დღეს ითამაშა გოგა ბითაძის ,,ინდიანამაც''. ,,პეისერსმა'' ,,კლივლენდს'' სტუმრად 109:100 მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 12 წუთში 4 ქულის, 2 მოხნის, 2 დაფარების, 1 პასისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო. ,,მილუოკი'' მომავალ მატჩს ,,ოკლაჰომას'' წინააღმდეგ გამართავს, ,,ინდიანა'' კი ,,მემფისს'' შეხვდება.


მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ბრუკლინთან: 

სხვა სტატიები