Belive

სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - სან ანტონიომ შინ მინესოტასთან წააგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,მინესოტა ტიმბერვულვზს” უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 131:151 დამარცხდა.

,,სპურსის” შემადგენლობაში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სანდრომ მატჩში 4-დან 2 სამქულიანი და 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

,,სან ანტონიო” 21 მოგებითა და 60 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა.

მამუკელაშვილის გუნდი სეზონის ბოლო მატჩს დღეს, ,,დალას მავერიქსის'' წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები