სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - სან ანტონიომ -24-დან მოიგო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:118 დაამარცხა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მეორე ტაიმში 24-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო.
,,სპურსის” შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა.
სანდრომ მატჩში 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
,,სან ანტონიო” 19 მოგებითა და 52 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა.
მამუკელაშვილის გუნდი მომავალ მატჩს ოთხშაბათს, 22 მარტს, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსის'' წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
mamuuuuuu pic.twitter.com/Eo2UXQxH4S
— San Antonio Spurs (@spurs) March 19, 2023