სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა ჰიუსტონთან | ტორონტო დამარცხდა
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონ როკეტსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და 113:99 დაამარცხა. ტორონტოსთვის ეს სეზონში 28-ე წაგებაა, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზე იყოს (სულ ჩატარებული აქვს 64 თამაში).
სანდრო მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე თითქმის 30 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. სანდრომ 3/3 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა სამქულიანები ზუსტი არ აღმოჩნდა (0/3).
ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა კევინ დურანტმა - მან კანდელებს 29 ქულა ჩაუგდო (4/5 სამქულიანი; 8/11 ორქულიანი).
12 მარტს, ტორონტო ისევ სტუმრად, ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ ითამაშებს.