Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "ქართული კალათბურთის ახალ სიმაღლეზე აყვანა მსურს"

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

San Antonio Express-News-ს სანდრო მამუკელაშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც "სპურსის" ქართველი ლეგიონერი სანაკრებო და საკლუბო გამოწვევებზე საუბრობს. გამოცემასთან საუბრისას, მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული კალათბურთის ახალ სიმაღლეზე აყვანა სურს, რათა საკალათბურთო გრანდებთან სისტემატური თამაშისა და მათი დამარცხების შესაძლებლობა მიიღოს.

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, მამუკელაშვილი სან ანტონიოში გაემგზავრა, რათა "სპურსთან" ერთად NBA-ს 2023/24 წლების სეზონის სტარტისთვის მოემზადოს. 

გთავაზობთ ამონარიდს სანდრო მამუკელაშვილის სტატიიდან:

მინდოდა ბიჭებთან ერთად მეტი დრო გამეტარებინა და დაბრუნებას ვჩქარობდი - მიხარია, რომ კვლავ აქ ვარ. მინდა "სპურსში" საკუთარი ადგილი ვიპოვო და გუნდში თავი დავიმკვიდრო. "მილუოკისგან" განსხვავებით, "სან ანტონიოში" ჩემი ასაკის ბევრი კალათბურთელია და თითქმის თანაბარ სიტუაციაში ვართ. გასულ ზაფხულს, პოპოვიჩის ზარმა, მხოლოდ მე არა - ვფიქრობ, მთელი საქართველო ააღელვა.

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ ერთი გამოწვევა ელის, როდესაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩაერთვება. მინდა ქართული კალათბურთი კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე ავიყვანო, რათა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები გავხდეთ. - სანდრო მამუკელაშვილი

სხვა სტატიები