სანდრო მამუკელაშვილი: "მენტალურად კარგად ვარ მომზადებული"
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რეპტორსმა ატლანტა ჰოუკსს უმასპინძლა და 134:117 დაამარცხა.
სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების წევრმა, სანდრო მამუკელაშვილმა. მამუს დიდი სათამაშო დრო მიეცა (32 წუთი) და მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა, რათა სამმაგი დუბლი შეესრულებინა. სანდრომ ატლანტას წინააღმდეგ 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ნახევარი თამაშის განმავლობაში, თითქმის, დაცვა არ ყოფილა, ეს მწვრთნელმაც აღნიშნა. ატლანტა ძალიან სწრაფი გუნდია და იმისთვის, რომ თავი კარგად დაგვეცვა, ჩვენც წრაფად უნდა გვემოძრავა. მოგება ძალიან გვინდოდა, ამიტომ მეოთხე მეოთხედში მკაცრი დაცვის თამაში დავიწყეთ.
ტორონტოში ბურთიან მოთამაშეს ენდობიან. მწვრთნელმა იცის, რომ მე შემიძლია ბურთის ტარება და პასის გაცემა. საკუთარ თავს კარგად ვამზადებ, რადგან მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც გუნდს გამარჯვებაში მუდამ ეხმარება. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ რაღაცები 2025-ში დავტოვო და ახალი წელი სუფთა გონებით დავიწყო.
გუშინაც კი ვიყავი სავარჯიშო დარბაზში და სროლებში ზედმეტად ვვარჯიშობდი. ჩემი მენტალური მწვრთნელის დახმარებით თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ეს თამაშში ძალიან მეხმარება. - განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა
სანდრო ატლანტასთან თამაშის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (MVP).