Belive

სან ანტონიოს ზედიზედ მეორე გამარჯვება | სპურსმა შარლოტ ჰორნეტსი დაამარცხა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "შარლოტ ჰორნეტსი" დიდი სხვაობით 135:99 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 9:38 წუთი ითამაშა და 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 ბლოკი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 1 ორქულიანი ისროლა და ზუსტად ვერ შეასრულა, საჯარიმოდან 2 ნასროლი თავისუფალი ტყორცნიდან 1 გამოდგა წარმატებული.

ყველაზე მეტი 28 ქულა "ჰორნეტსის" კალათბურთელს ლამელო ბოლს ჰქონდა.

"სპურსის" შემადგელობიდან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, ფრანგმა კალათბურთელმა 26 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სხვა სტატიები