Belive

სან ანტონიო მინესოტასთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 105:114 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მინესოტელთა კალათბურთელი ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო. ნაზ რეიდს ჰქონდა 22 ქულა. რუდი გობერმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა, მას 13 ქულა, 17 მოხსნა და 4 ბლოკი ჰქონდა.

"სან ანტონიოს" რიგებიდან 21 ქულით საუკეთესო დევინ ვასელი იყო, ვიქტორ ვემბანიამას კი 17 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა, მან ასევე 4 ბლოკიც მიითვალა.

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 11 მოგებით და 48 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში, ბოლო, მე-15 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას "სან ანტონიო სპურსი" " ოკლაჰომა სიტი თანდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 1 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები