Belive

სან ანტონიოს 5-მატჩიანი წაგებათა სერია პორტლენდთან შეწყდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ზედიზედ 5 წაგების შემდეგ, ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი'' სტუმრად 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:105 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილს მხოლოდ 1 წუთი დაუთმო. ბუნებრივია, რომ ასეთ მცირე დროში ქართველ ფორვარდს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

,,სპურსის'' რიგებში 30 ქულით, 7 დაფარებით, 6 მოხსნითა და 6 ასისტით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა.

,,პორტლენდს'' ჯერემი გრანტმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

,,სან ანტონიო'' 5 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 30 დეკემბერს, კვლავ ,,ბლეიზერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები