Belive

სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | სპურსი ჩიკაგოსთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "ჩიკაგო ბულსთან" 116:122 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მან 18:10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი დააგროვა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი "სან ანტონიოს" კალათბურთელი ტრე ჯონსი იყო 30 ქულით და 9 მოხსნით. 26 ქულა ჰქონდა "სპურსის" მოთამაშეს კელდონ ჯონსონს.

ჩიკაგოელთა შემადგენლობიდან ნიკოლა ვუჩევიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა, მან 24 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

სხვა სტატიები