Belive

სან ანტონიომ მაიამისთან წააგო - მამუკელაშვილს მცირე დრო დაუთმეს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსი'' ,,მაიამი ჰიტთან'' სტუმრად 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:116 დამარცხდა.

დღევანდელ მატჩში 3 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 2 ქულისა და 2 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო. სანდრომ 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ვერ გამოიყენა.

,,სპურსს'' 18 ქულით, 13 მოხსნით, 3 პასით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა.

,,მაიამის'' რიგებში სამმაგი დუბლით ჯიმი ბატლერი გამოირჩა - 17 ქულა, 11 ასისტი, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება.

,,სან ანტონიო'' 10 მოგებითა და 41 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, 9 თებერვალს, ,,ორლანდო მეჯიქის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები