Belive

სან ანტონიო პორტლენდთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილმა 13 წუთი ითამაშა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან" 120:109 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 12:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქულა არ ჩაუგდია (3-დან 0 სამქულიანი), აღნიშნულ დროში ქართველ კალათბურთელს მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ორმაგი დუბლი გაიფორმა და ყველაზე მეტი 23 ქულა, 10 მოხსნასთან ერთად ჰქონდა ტუმანი კამარას, 22 ქულა სტეფონ კასტლმა ჩააგდო.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 46 მარცხით მე-13 პოზიციაზეა და პლე-ოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 9 აპრილს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები