Belive

"სან ანტონიო ჩემთვის განსაკუთრებულია, ალბათ ეს საღამო არასდროს დამავიწყდება" - სანდრო მამუკელაშვილი

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩში, სან ანტონიომ ტორონტოს უმასპინძლა და 121:103 გაიმარჯვა. აღნიშნული დაპირისპირება იმ გარემოებითაც იყო გამორჩეული, რომ სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა - სპურსმა კი მამუს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სან ანტონიოს ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენებს.

ძალიან მაგარი იყო - მომეწონა. სან ანტონიო ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია და აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ. გუნდში ყველასთან ძალიან ახლოს ვიყავი და გამიხარდა მათი კვლავ ხილვა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ვიდეოსთვის. ეს მართლაც გასაოცარი იყო. ალბათ ვერასდროს დავივიწყებ და მუდამ მადლიერი ვიქნები იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებდი - მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო მოთამაშე არ ვყოფილვარ.

რაც შეეხება ვემბანიამას - ის დღევანდელ მატჩშიც ბრწყინვალე იყო. საკუთარ სიმაღლეს კარგად იყენებს და მეტოქეს მაგრად აწვება. ვემბი უბრალოდ ვემბია - მაგრად თამაშობს, დაცვაშიც იდეალურია და სამწამიანში მეტოქეს უშანსოდ ტოვებს. - სანდრო მამუკელაშვილი.

ტორონტო რეპტორსის ახალწვეულმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 17 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ტორონტო მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, ჰიუსტონის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები