Belive

ქართველების გუნდები დამარცხდნენ - მცირე დრო მხოლოდ მამუკელაშვილმა მიიღო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ში ორივე ქართველის - გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა წააგეს.

,,მილუოკი ბაქსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, 118:114 დაამარცხა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გოგას მატჩში არ უთამაშია. პარკეტზე ახლად დაბრუნებულმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა კი 21 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. შეხვედრაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 37 ქულას, 10 მოხსნას, 6 ასისტსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

ზედიზედ მესამედ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის ,,სან ანტონიო სპურსი'' - პოპოვიჩის გუნდმა ,,ჩიკაგო ბულსთან'' შეხვედრა 95:114 დათმო.

სანდრომ მწვრთნელისგან 3 წუთამდე მიიღო, რა დროშიც მხოლოდ 1 მოხსნის მოგროვება შეძლო.

,,ორლანდო მეჯიქი'' 16 მოგებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 4 მოგებითა და 23 მარცხით დასავლეთში ბოლოა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 24 დეკემბერს, ,,ინდიანასთან'' სტუმრად გამართავს, ,,სპურსი'' კი, ასევე 24-ში, ,,დალასს'' ესტუმრება.

სხვა სტატიები