პანათინაიკოსი და ცრვენა ზვეზდა - ევროლიგის გრანდებს შენგელიას შეძენა სურთ!
"ვირტუს ბოლონიას" ქართველი ვარსკვლავი - თორნიკე შენგელია, ევროლიგის გრანდების მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას ტრანსფერი ბერძნული და ევროპული კალათბურთის ფლაგმანს - "პანათინაიკოსსა" და არანაკლებ ტიტულოვან, სერბულ "ცრვენა ზვეზდას" სურთ.
eurohoops-ი აღნიშნავს, რომ შენგელიას საკუთარ გუნდში ხილვით ერგინ ატამანი პირადადაა დაინტერესებული, რომელიც "პანათინაიკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ცოტა ხნის წინ დაინიშნა. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბერძნული საკალათბურთო კლუბის პარალელურად, "ცრვენა ზვეზდა" შენგელიას გარემოცვის წევრებს უკვე დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, ევროსარბიელზე თორნიკე შენგელიამ "ბასკონიაში" თამაშით გაითქვა სახელი, რის შემდეგაც "ცსკა"-ს შეუერთდა. ქართველმა ვარსკვლავმა რუსული კლუბი მალევე დატოვა და კარიერა იტალიურ "ვირტუსში" გააგრძელა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ევროლიგის გასულ სეზონში, შენგელია "ვირტუსის" მაისურით საშუალოდ 9.4 ქულას, 3.1 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
‼️ #TokoSengelia is priority of #PanathinaikosBC on the market. The Georgian #PF can leave #VirtusBologna with zero buyout as long as he takes with him the 2M+ contract that he has for the upcoming season. The Greens can cover his salary...
— StavrosBarbarousis (@sta_ba11) July 19, 2023
✍️ More on @EurohoopsGR & @Eurohoopsnet