Belive

ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო | ბითაძეს კარგი მატჩი ჰქონდა

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ვაშინგტონ ვიზარდსი" ორლანდო" მეჯიქთან 119:127 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 12 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გდაცემა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ორივე სროლა გამოიყენა.

ორლანდო თავიდანვე დაწინაურდა და პირველი მეოთხედის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე 8-ქულიანი უპირატესობით იგებდა (18-26), თუმცა ვიზარდსმა 11-0 გაქცევა მოაწყო და მეოთხედის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო.

გუნდები შესვენებაზე 60-63 ანგარიშზე გავიდნენ, რაც ასახავდა თანასწორობას არამხოლოდ ქულებში, არამედ მოხსნებშიც, ორივეს 27-27 მოხსნა ჰქონდათ. ვაშინგტონს 9 დაკარგვა, ხოლო ორლანდოს - 8. თანაფარდობა იყო გამოყენებული სროლების პროცენტულ მაჩვენებელშიც, ორივე გუნდი საშუალო დისტანციიდან 48%-ით ისროდა.

მატჩის დინამიკა და თანასწორობა მესამე მეოთხედის ბოლომდე არ დარღვეულა, სანამ ორლანდო 10 ქულით წინ არ გავიდა და მეოთხე მეოთხედში ვაშინგტონს აღარ ეყო მუხტი რომ თამაშში დაბრუნებულიყო.


ორლანდო მეჯიქს ჩატარებულ 29 თამაშში 18 მოგება და 11 მარცხი აქვს, გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება. ვაშინგტონი კი ჩამოწერილი დეტროიტის შემდეგ ყველაზე ცუდი გუნდია აღმოსავლეთში, დედაქალაქელებმა 29-დან მხოლოდ 5 მატჩის მოგება მოახერხეს.

შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები