Belive

ორლანდომ წარუმატებელი სერია შარლოტთან დაასრულა | ბითაძემ 13 წუთი ითამაშა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა შარლოტ ჰორნეტსს სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 123:107 მოუგო და 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 13 წუთი მიიღო, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ორლანდოს რიგებში 21 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ფრანც ვაგნერი გამოირჩა. 20 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა იყო პაულო ბანკეროს ანგარიშზე. შარლოტს 17 ქულით, 13 ასისტით, 7 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ლამელო ბოლმა ულიდერა.

ორლანდო მეჯიქი, რომელიც 2 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 2 ნოემბერს, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები