Belive

ორლანდომ პორტლენდი დაამარცხა | გოგა ბითაძეს არ უთამაშია

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" საკუთარ "კია ცენტრში" მიიღო და მეტოქე 104:103 დაამარცხა. შეხვედრაში სათამაშო დრო არ მიეცა ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს. აღსანიშნავია, რომ ორლანდოს უკანასკნელ 5 შეხვედრაში, გოგამ სათადარიგო სკამზე 4 მატჩში გაატარა და მხოლოდ წინა თამაშში, "მემფისთან" მოგებისას გაატარა პარკეტზე 9 წუთი.

სტუმართა რიგებში გამორჩეული თამაში დეანდრე ეიტონს ჰქონდა, პორტლენდის ცენტრმა 36 წუთში 20 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ეიტონს 3 თამაშის გამოტოვება იდაყვის ტრავმის გამო მოუხდა და ეს მისი დაბრუნების შემდეგ მეორე შეხვედრა იყო.

ორლანდოს რიგებში გამოსარჩევია ფრანც ვაგნერისა და ვენდელ კარტერის თამაში, გერმანელმა არასრულ 33 წუთში 20 ქულას, 6 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, მეჯიქის ცენტრმა კი ორმაგი დუბლი 17 ქულით, 13 მოხსნითა და 5 პასით დადო.

ორლანდო მეჯიქი მყარად არის საპლეიოფო ზონაში და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა. გუნდს ჩატარებული 75 შეხვედრიდან 44 მოგება და 31 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები