Belive

ორლანდომ მილუოკის მოუგო - გოგა ბითაძემ ძირითად ხუთეულში ითამაშა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 112:97 დაამარცხა.

,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 21 წუთში 2 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

გოგამ მატჩში 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ბურთი მეტოქის ფარზე 5-ჯერ მოხსნა.

,,მეჯიქის'' შემადგენლობაში 26 ქულით, 12 მოხსნით, 5 პასითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერო გამოირჩა.

,,მილუოკის'' ტრადიციულად იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა - სუპერვარსკვლავმა 35 ქულას, 10 მოხსნას, 7 ასისტს, 4 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

,,ორლანდო'' 5 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, ,,ბრუკლინთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები