ორლანდომ გოლდენ სტეიტი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 14 წუთი ითამაშა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტ უორიორსი 121:113 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 13:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (3-დან 3 ორქულიანი), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, 33 ქულა ჯიმი ბატლერს ჰქონდა. ორლანდოელთა რიგებიდან 23 ქულით საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო და 21 ქულა მიითვალა ენტონი ბლექმა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებით და 7 მარცხით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 21 ნოემბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართავს.