Belive

ორლანდომ ფილადელფიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ფილადელფია სიქსერთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 113:125 წააგო და ამ მარცხით ქართველი კალათბურთელის გუნდი პლეი ოფის ძირითად ბადეს ჩამოშორდა.

გოგა ბითაძემ 13:30 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 5 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი მატჩი ჯოელ ემბიდს ჰქონდა, მან 32 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, 28 ქულა დააგროვა ტაირის მაქსიმ. ორლანდოელთა რიგებიდან 24 ქულა ფრანც ვაგნერმა მიითვალა, ხოლო 22 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა პაოლო ბანკერომ.

"ორლანდო მეჯიქი" 46 მოგებით და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ხვალ, 14 აპრილს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ეს NBA-ს 2023/24 წლების რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაა და სწორედ ამ დაპირისპირებით გადაწყდება ითამაშებს თუ არა "ორლანდო მეჯიქი" პლეი ოფის ძირითად ბადეში.

სხვა სტატიები