Belive

ორლანდომ ჩიკაგოს მოუგო | ბითაძემ 14 წუთი ითამაშა

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო მატჩში "ორლანდო მეჯიქმა" ჩიკაგო ბულსი" მიიღო და მეტოქე ოვერტაიმში, 114:108 დაამარცხა. ორლანდოს ძირითადი ცენტრის დაბრუნების შემდეგ, გოგა ბითაძე "ჯადოქრების" როტაციაში ვეღარ ჯდება, თუმცა ეს საღამო განსხვავებული გამოდგა. ბითაძემ ჯამალ მოსლისგან დაახლოებით 14 წუთი მიიღო და ამ დროში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე წუთები მაშინ გაატარა, როცა მატჩის ბედი წყდებოდა - მეოთხე მეოთხედის ბოლოსა და ოვერტაიმში. ჰქონდა ორი გამორჩეული მომენტიც, ერთ შემთხვევაში მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დეროუზანის ლეიაფს დააფარა, მეორე შემთხვევაში კი ვაგნერთან კომბინაცია გაათამაშა და ეფექტურად ჩატენა.

36 ქულით, 3 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ფრანც ვაგნერი გახდა, ორლანდოელთა მხრიდან გამოირჩა ბანკეროც, რომელმაც 43 წუთში გუნდს 19 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი მოუტანა. ჩიკაგოს დემარ დეროუზანმა და ნიკოლა ვუჩევიჩმა ულიდერეს. დეროუზანს 28 ქულა 4 მოხსნასთან და ამდენივე პასთან ერთად ჰქონდა, ვუჩევიჩმა კი ბრწყინვალე ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა/17 მოხსნა.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა, 53 ჩატარებულ შეხვედრაში მათ 29 გამარჯვება და 24 მარცხი აქვთ. გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები