Belive

ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო - გოგამ 11 ქულა ჩააგდო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი შეხვედრები გაიმართა. "ორლანდო მეჯიქმა" შინ "შარლოტ ჰორნეტსი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 130:117 დაამარცხა.

ორლანდოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გოგა ბითაძემ, რომელმაც ტრადიციულად ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო. ქართველმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

თამაშის სამივე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ორლანდოს წევრია, კოულ ენტონისა და ფრანც ვაგნერს 30-30 ქულა ჰქონდად და ორივემ 7 მოხსნა დააგროვა, პაოლო ბანკეროს კი 23 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დაუგროვდა, აღსანიშნავია კოულ ენტონის 7 შედეგიანი გადაცემაც.

"შარლოტის" რიგებში გამოირჩეოდა მაილს ბრიჯისი, რომელმაც თავისი გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა, მან 23 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვება შეძლო.

"ორლანდო მეჯიქს" ბრწყივალე მოგებათა სერია აქვს, ქართველი ცენტრის გუნდმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა. "შარლოტი" 5 მოგებითა და 10 წაგებით ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები