Belive

ორლანდო მეჯიქი ნიუ იორკ ნიქსთან დამარცხდა და თასის ფინალში ვერ გავიდა

9 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს თასის 1/2-ფინალში ორლანდო მეჯიქი ნიუ იორკ ნიქსთან 120:132 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გოგა ბითაძემ 12:37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა ჯეილენ ბრანსონმა ჩააგდო, 29 ქულა ჰქონდა კარლ-ენტონი თაუნსს, ხოლო ორლანდოელთა რიგებიდან 26 ქულით გამორჩეული იყო ჯეილენ საგსი.

ორლანდო მეჯიქი მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს რეგულარული სეზონის ეგიდით დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ გამართავს.

თასის მე-2 ნახევარფინალურ შეხვედრას რაც შეეხება, სან ანტონიომ ოკლაჰომა სითი თანდერი 111:109 დაამარცხა. ფინალი სპურსსა და ნიქსს შორის 17 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები