Belive

ორლანდო კლიპერსთან დამარცხდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. შედეგიანი მატჩი მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 118:102 დასრულდა.

"კლიპერსის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გუნდის ლიდერმა - პოლ ჯორჯმა შეიტანა, რომელმაც 27 ქულასთან ერთად, 7 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "ორლანდოს" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი პაოლო ბანჩერო გახდა (15 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი). ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო არ მიეცა.

სხვა სტატიები