Belive

ორლანდო ინდიანასთან დამარცხდა | გოგა ბითაძეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ინდიანა პეისერსთან" 111:97 დამარცხდა.

გოგა ბითაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 20-20 ქულით ტაირის ჰალიბარტონი და პასკალ სიაკამი იყვნენ.

"ორლანდოს" რიგებიდან ყველაზე მეტი 19 ქულა პაოლო ბანკეროს ჰქონდა, ასევე "მეჯიქიდან" იყო ერთადერთი ორმაგი დუბლი, რომელიც ვენდელ კარტერმა შეასრულა 13 ქულა და 15 მოხსნა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 37 მოგებით და 28 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი შემდეგ შეხვედრას "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 14 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები