Belive

ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდი დამარცხდა | ორლანდო ფილადელფიასთან, ტორონტო სან ანტონიოსთან

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორივე ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა და ორივეს გუნდი დამარცხდა. ორლანდო მეჯიქმა ფილადელფია სიქსერსთან 124:136 დათმო, ხოლო ტორონტო რეპტორსი სან ანტონიო სპურსთან 103:121 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ 14:03 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილმა 17:04 წუთი ითამაშა და 5 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ორლანდო ფილადელფიის შეხვედრიდან საუკეთესო ტაირის მაქსი იყო, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო, ხოლო ტორონტო სან ანტონიოდან ყველაზე მეტი 25 ქულა ერ ჯეი ბარეტმა ჩააგდო, 24 ქულა 15 მოხსნასთან ერთად ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზეა.

ორივე ქართველის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს და როგორც ორლანდო მეჯიქს, ასევე ტორონტო რეპტორსს ერთნაირი მაჩვენებელი აქვს, მათ 1 მოგება და 3 მარცხი უფიქსირდებათ, ამ შედეგით კი მე-11, მე-12 ადგილებს იყოფენ.

სხვა სტატიები