Belive

ოფიციალურად: ჯოელ ემბიდმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში ითამაშებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს წარმოშობით კამერუნელმა ვარსკვლავმა - ჯოელ ემბიდმა საფრანგეთის მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო და საფრანგეთის ნაკრებში ითამაშებს. ინფორმაციას ოლიმპიადის ოფიციალური საიტი ადასტურებს და ამბობს, რომ 2023 წლიდან NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს საფრანგეთის ნაკრებში თამაში შეეძლება. ემბიდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც მიიღებს მონაწილეობას და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ჯოელ ემბიდმა რამდენიმე თვის წინ საბუთები მოამზადა და საფრანგეთის მთავრობას მოქალაქეობის მიღებაზე შეთავაზება გაუკეთა, რასაც ფრანგები დათანხმდნენ და 2022 წლის 5 ივლისს, კალათბურთელმა ოფიციალური პასუხი მიიღო, რომ იგი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა "ფილადელფია 76"-ის ცენტრს შეუძლია საფრანგეთთან ერთად საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ჯოელ ემბიდი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ძალიან დაეხმარება. შეგახსენებთ, ფრანგებს ნაკრებში რუდი გობერისა ("იუტა ჯაზი") და ევან ფურნიეს სახით ("ნიო-იორკ ნიკსი") NBA-ს ვარსკვლავები უკვე ჰყავთ.

სხვა სტატიები