მამუკელაშვილის ტორონტომ ფილადელფიას ოვერტაიმში მოუგო
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რეპტორსმა ფილადელფია სიქსერსი მიიღო და ოვერტაიმში, 116:115 დაამარცხა (ძირითადი დრო 107:107).
სანდრო მამუკელაშვილმა 18 წუთი მიიღო, თუმცა ქულები ვერ აიღო. მიმდინარე სეზონში, მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა სანდრო თამაშობს, მაგრამ შეხვედრას ქულის გარეშე ამთავრებს. მამუკელაშვილმა ერთხელ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ერთი ჩაჭრაც დაამატა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკოტ ბარნსი გახდა - ამერიკელმა, ფილადელფიასთან, 31 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
24 მოგებით, ტორონტო, აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. სანდროს გუნდი, შემდეგ შეხვედრას ისევ ფილადელფიას წინააღმდეგ ჩაატარებს.