ოკლაჰომამ გოლდენ სტეიტის რეკორდი გაიმეორა - შაი კვლავ შეუჩერებელია
NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა ოკლაჰომამ, ახალი სეზონიც საოცრად დაიწყო. ოკლაჰომამ ფინიქსი 49-ქულიანი სხვაობით 138:89 დაამარცხა და NBA-ს თასის 1/2-ფინალში გავიდა.
ოკლაჰომამ ამ გამარჯვებით NBA-ს რეგულარული სეზონის რეკორდი გაიმეორა, რომელიც გოლდენ სტეიტს (2015/2016 წლების სეზონში) ეკუთვნოდა - კერძოდ, ოკლაჰომამ სეზონის სტარტზე 25 მატჩიდან 24-ში გაიმარჯვა.
The best 25-game starts in NBA history:
— ClutchPoints (@ClutchPoints) December 11, 2025
⚡'25-26 OKC THUNDER 24-1
🔥'15-16 Golden State Warriors 24-1 pic.twitter.com/RgrqtzARQM
ოკლაჰომელები ერთადერთ მატჩში, პორტლენდთან 2-ქულიანი სხვაობით 121:119 დამარცხდნენ.
როდესაც გოლდენ სტეიტმა ეს რეკორდი დაამყარა, მათ სეზონი 73 მოგებითა და 9 მარცხით დაასრულეს, რაც ასევე NBA-ს ყველა დროის რეკორდია. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ოკლაჰომელები ამ რეკორდის გაუმჯობესებას.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ საოცარ ფორმაშია შაი გილჯეს-ალექსანდერი, რომელსაც გასულ ღამეს ფინიქსის წინააღმდეგ 26:50 წუთში: 28 ქულა, 2 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
ასევე ბრწინვალე მატჩი ჰქონდა ჩეტ ჰოლგრემს, რომელმაც არასრულ 25 წუთში, 24 ქულას, 8 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.