Belive

ოფიციალურად | ბოსნიის ნაკრებს ევრობასკეტზე ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 9 დღე რჩება, სადაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფში საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ევრობასკეტ 2025-ის დაწყებამდე 9 დღით ადრე, ჩვენს მეტოქეს, ბოსნიის ეროვნულ ნაკრებს, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, მადრიდის რეალის კალათბურთელი - ჯანან მუსა გამოაკლდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ბოსნიის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მოულოდნელად ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესის გამო, ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიეღო, გამოგვაკლდა.

მუსამ ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა, შესაბამისად ფორმაში ვერ შევიდა - გადაწყვეტილება მწვრთნელ ადის ბეჩირაგიჩთან და ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრების სამედიცინო ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული."
- ვკითხულობთ ბოსნია და ჰერცოგოვინას კალათბურთის ფედერაციის პოსტში.

საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, ჯგუფურ ეტაპს კი სწორედ ბოსნიასთან მატჩით, 4 ოქტომბერს დავხურავთ.

სხვა სტატიები