Belive

ნიუ იორკის საოცარი სერია გრძელდება | სუპერფინალის პირველ მატჩში ნიქსმა სან ანტონიო დაამარცხა

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ნიუ იორკ ნიქსის ბრწყინვალე სვლას ხელი ვერც სან ანტონიომ შეუშალა. სუპერფინალის პირველ შეხვედრაში, რომელიც ტეხასში გაიმართა, მაიკ ბრაუნის გუნდმა 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 105:95 იმარჯვა და მოგებათა სერია 12 მატჩამდე გაზარდა.

დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც ნიქსმა 10 ქულით მოიგო, არადა მე-3 მეოთხედში სპურსი წინ 14 ქულითაც კი იყო.

ნიუ იორკის რიგებში 30 ქულით, 3 მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა. 18 ქულას, 12 მოხსნას, 4 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი კარლ-ენტონი თაუნსმა.

სან ანტონიოს 26 ქულით, 12 მოხსნით, 3 დაფარებით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა.

გუნდებს შორის სუპერფინალის მე-2 მატჩი შაბათს, 6 ივნისს, კვლავ სან ანტონიოში გაიმართება.