Belive

ნიქსის სარეკორდო ქამბექი | ნიუ იორკმა სან ანტონიო საოცარ მატჩში დაამარცხა

12 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის სუპერფინალური სერიის მე-4 მატჩში ნიუ იორკ ნიქსმა სან ანტონიო სპურსი დრამატულ შეხვედრაში, 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107:106 დაამარცხა. ნიქსმა 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 1973 წლის შემდეგ პირველ საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა (3:1).

გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი ოუ ჯი ანუნობის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 1,2 წამით ადრე, ჯეილენ ბრანსონის აცილებული 3-ქულიანის შემდეგ, ბურთი კალათში მოათავსა.

„ეს, ალბათ, ნიუ იორკის ისტორიაში ყველაზე სიმბოლური და ისტორიული სროლაა'' - თქვა მატჩის შემდეგ ნიუ იორკის მთავარმა მწვრთნელმა

1997 წლის შემდეგ, რაც NBA-მა ოთხივე მეოთხედის დეტალური სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ფინალურ მატჩებში 24 ქულაზე დიდი დეფიციტი არცერთ გუნდს არ აღმოუფხვრია (მესამე მეოთხედში სპურსი 81:52-ს იგებდა) - 2008 წელს ეს ბოსტონმა ლეიკერსის წინააღმდეგ გააკეთა.

პლეი-ოფის ისტორიაში ერთადერთი უფრო დიდი ქამბექი ლოს-ანჯელეს კლიპერსს ეკუთვნის, რომელმაც 2019 წლის პირველი რაუნდის მე-2 მატჩში, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ 31-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვა.

,,როცა 29 ქულას აგებ, ფიქრობ: კარგი, მოდი სხვაობა 20-მდე შევამციროთ. მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, 18 ქულას ვაგებდით და ვფიქრობდით: მოდი 10-მდე ჩამოვიყვანოთ... ხოლო მე-4 მეოთხედში უკვე აცნობიერებ, რომ გამარჯვების დროა და ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.'' - ჯოშ ჰარტი

ნიქსს 36 ქულით, 7 შედეგიანი გადაცემით, 5 მოხსნითა და 3 ჩაჭრით ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა. 33 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ოუ ჯი ანუნონობის ანგარიშზე.

სპურსის რიგებში 24 ქულით, 13 მოხსნით, 3 დაფარებითა და 1 ასისტით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა.

გუნდებს შორის სუპერფინალური სერიის მე-5 დაპირისპირება კვირას, 14 ივნისს, სან ანტონიოში გაიმართება.

სხვა სტატიები