ნიკოლა იოკიჩის სუპერ მატჩი | დენვერმა ზედიზედ მე-6 შეხვედრაში იმარჯვა
დენვერ ნაგეთსის მოგებათა სერია 6 მატჩამდე გაიზარდა - დევიდ ადელმანის გუნდმა ლოს ანჯელეს კლიპერსი სტუმრად 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 130:116 დაამარცხა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლიპერსისთვის ზედიზედ მე-6 წაგება იყო.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა ნაგეთსის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 33 წუთში 55 ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მხოლოდ პირველ მეოთხედში მის ანგარიშზე 25 ქულა იყო.
სერბმა ცენტრმა 6-დან 5 სამქულიანის, 17-დან 13 ოქრულიანისა და 16-დან 14 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო.
ერთ მატჩში ჩაგდებული 55 ქულა იოკიჩის კარიერაში მე-3 საუკეთესო შედეგია (მისი პირადი რეკორდი 61 ქულაა, მიმდინარე წლის პირველ აპრილს, მინესოტას წინააღმდეგ).
კლიპერსის რიგებში 23 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.
დენვერ ნაგეთსი, რომელიც 9 მოგებითა და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 16 ნოემბერს, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ გამართავს.
HAVE YOURSELF A NIGHT NIKOLA JOKIĆ.
— NBA (@NBA) November 13, 2025
⚒️ 55 PTS (33 IN 1H)
⚒️ 12 REB
⚒️ 6 AST
⚒️ 18-23 FGM
⚒️ 5-6 3PM
⚒️ 34 MIN
⚒️ DEN W
He's just the 4th player in NBA history to score 55 PTS on 78 FG% or better 🤯 pic.twitter.com/NpKKAK6rna