NBA-მ სავალდებულო ვაქცინაცია გააუქმა!
4 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
პრობლემებს წააწყდა "ფილადელფიას" მატის ტიბული, რომელმაც პლეი-ოფში, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართული მე-3, მე-4 და მე-6 მატჩი გამოტოვა. კალათბურთელმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, კანადის ხელისუფლებამ კი არავაქცინირებული მოთამაშე ქვეყანაში არ შეუშვა. და რა თმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია კაირი ირვინგი, რომელმაც ვაქცინის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და რეგულარულ სეზონში "ბრუკლინ ნეტსის" რიგებში ვერ იასპარეზა. აშშ-ს შტატების უმრავლესობაში სავალდებულო ვაქცინაცია ასევე გაუქმდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ მოთამაშეთა 95% ვაქცინირებულია, კალათბურთელებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამართულ მატჩებში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეეძლებათ. ერთადერთი გამონაკლისი "ტორონტო რეპტორსია", რადგან კანადის ხელისუფლებას ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ აქვს გაუქმებული - შესაბამისად, არავაქცინირებული მოთამაშეები კანადაში შესვლას ვერ შეძლებენ.