Belive

კარის შედეგიანმა თამაშმა გოლდენ სტეიტი მარცხისგან ვერ იხსნა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"გოლდენ სტეიტმა" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023/24 წლების სეზონი მარცხით დაიწყო. სან ფრანცისკოში, "Chase Center"-ში, "უორიორსი" ფინიქსს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 104:108 დამარცხდა.

"უორიორსს" სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დევინ ბუკერი გახდა - "ფინიქსის" ვარსკვლავმა 32 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა. ასევე კარგი მატჩი ჰქონდა კევინ დურანტს, რომელმაც 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

სხვა სტატიები