Belive

NBA-ის ყველაზე დაბალმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ნახტომში აჯობა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

იაპონელმა კალათბურთელმა, იუკი კავამურამ, NBA-ში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა და მაყურებელს თავი დაამახსოვრა.

მისი დებიუტი მაიამიში, ჩიკაგო ბულსის შემადგენლობაში შედგა. 11 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა და ამასთან, ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითი იყო - ის, რაც NBA-ის აკლია.

კავამურას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი მეოთხე მეოთხედის შუა პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც NBA-ში ყველაზე დაბალმა მოთამაშემ (170 სმ), ჰიტის მცველს, კასპარას იაკუსიონისს (196 სმ) სადავო ბურთზე ნახტომისას აჯობა.

სხვა სტატიები