"ნაკრებში მაღალი დონის გამოცდილება შეაქვს" - Basketnews სანდრო მამუკელაშვილზე
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და ავტორიტეტული გამოცემა, Basketnews-ი იმ კალათბურთელებზე წერს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ, თუმცა, ევროპული ნაკრებების ღირსებას იცავენ.
გამონაკლისი არც სანდრო მამუკელაშვილია, რომელსაც Basketnews-ი მაღალი დონის მოთამაშედ მოიხსენიებს.
სანდრო მამუკელაშვილი, აშშ-ში დაბადებული ფორვარდი, რომელიც ევრობასკეტზე საქართველოს წარმოადგენს - ის ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი დონის, მნიშვნელოვანი მოთამაშე, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე პროფესიონალურ კლუბებში.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში დაიბადა, ის თბილისში გაიზარდა. ქართული მისი მშობლიური ენაა. მამუკელაშვილის ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა საკალათბურთო ნაკრების წევრი იყო.
ცნობილი, როგორც უნივერსალური მოთამაშე, ის იდეალურად უთავსებს ერთმანეთს შედეგიანობასა და გამთამაშებლის უნარებს. სოლიდური დაცვითი უნარები კი მას კორტზე ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს.
NBA-ის გასულ სეზონში, მამუკელაშვილმა 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 6.3 ქულასა და 3.1 ასისტს აგროვებდა. ასევე გასათვალისწინებელია შედეგიანობის 50.2%-იანი მაჩვენებელი. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის დამკვიდრების შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ღირებული, მაღალი დონის გამოცდილება შეაქვს.
- Basketnews.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.