Belive

მურსიამ ბარსელონასთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა - შენგელია საუკეთესო იყო

22 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი-ოფები დაწყებულია. მეოთხედფინალში, ბარსელონასა და მურსიას შორის ანგარიში გათანაბრდა (1:1). კატალონიელებმა მეორე შეხვედრა საკუთარ არენაზე დათმეს (87:90). პირველი თამაში ბარსამ თითქმის 23-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

მურსიასთან მეორე თამაშში, თორნიკე შენგელია, საკუთარი გუნდის შემადგენლობიდან, საუკეთესო იყო - ქართველმა 25 წუთი ითამაშა და გუნდს 18 ქულა, 7 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სერიის მესამე და გადამწყვეტი თამაში 6 ივნისს, მურსიაში გაიმართება (მურსია ჩემპიონატში მეოთხეზე გადავიდა, ბარსა კი - მეხუთეზე).

ამ სერიაში გამარჯვებული, რეალსა და ტენერიფეს შორის უკეთესს ნახევარფინალში დაუპირისპირდება - აღსანიშნავია, რომ ტენერიფემ რეალს პირველი შეხვედრა მოუგო.

სხვა სტატიები