მოულოდნელი ცვლილება, გოგას სასტარტოდან უნდა დაეწყო, მაგრამ ტრავმის გამო საერთოდ ვერ ითამაშა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ბოსტონ სელტიკსთან 129:138 დამარცხდა.
ორლანდომ მატჩამდე სასტარტო შემადგენლობა ოფიციალურად გამოაცხადა, სადაც გოგა ბითაძეც ფიგურირებდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ერთი შეცვლის განხორციელება გახდა საჭირო, კერძოდ გოგა ბითაძე ორლანდო რობინსონმა ჩაანაცვლა. ეს მოულოდნელი ცვლილება ქართველის ტრავმამ განაპირობა, თავად გუნდის განცხადებაში წერია, რომ გოგას მარცხენა ტერფის ტკივილი აწუხებდა და სწორედ ამის გამო მან დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა.
INJURY UPDATE:
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 23, 2025
Goga Bitadze will not play tonight due to a sore left ankle. Orlando Robinson will start at center. https://t.co/kCGRcC5kw5
მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო, 30 ქულა ჯეტ ჰოვარდმა მიითვალა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 მოგებით და 8 მარცხით მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 ნოემბერს, ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ გამართავს.