Belive

მომენტი, რის გამოც მწვრთნელის ასისტენტმა გოგას უსაყვედურა (ვიდეო)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ინდიანა პეისერსი" დღეს, გამთენიისას, "საკრამენტო კინგსთან" 93:104 დამარცხდა. დაპირისპირების მე-3 მეოთხედში გოგა ბითაძესა და "ინდიანას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს შორის შელაპარაკება მოხდა. ქართველმა ცენტრმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, გრეგ ფოსტერს ემოციურად მიმართა: "sit the f*** down!." ფოსტერი გოგასკენ გაიწია კიდეც, თუმცა მხარეები გუნდის კალათბურთელებმა დაამშვიდეს. როგორც გაირკვა, ნეიტ ბიორკგრენის დამხმარემ 21 წლის ქართველ კალათბურთელს შენიშვნა დაცვაში ცუდი თამაშის გამო მისცა. თუმცა, ეპიზოდიდან ირკვევა, რომ შეცდომა "ინდიანას" ერთ-ერთმა ლიდერმა, დომანტას საბონისმა დაუშვა. ლიეტუველ ფორვარდს თავისი მეტოქე გაექცა, ბითაძემ კი მისი დაზღვევა ვეღარ მოასწრო.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები