Belive

მოგება ოვერტაიმში - ინდიანა ნიუ იორკთან დაწინაურდა

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ნიუ იორკ ნიქსმა ინდიანა პეისერსს უმასპინძლა და ოვერტაიმში 3-ქულიანი სხვაობით, 135:138 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 125:125 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთითა და 45 წამით ადრე, ნიქსი მეტოქეს 14 ქულით უგებდა, ეს იყო პირველი შემთხვევა 1998 წლის შემდეგ (მას შემდეგ რაც მატჩების დეტალური სტატისტიკა გაჩნდა), როცა გუნდმა ასეთი უპირატესობა გაანიავა, აქამდე ლიდერებს საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდათ - 994:0. გარდა ამისა, ასევე პირველად პლეი-ოფის 1435 მატჩში, გუნდმა წააგო ისეთი თამაში, რომლის ბოლო 1 წუთში 9+ ქულით იგებდა.

მატჩის გმირი ტაირის ჰალიბარტონი გახდა, რომელმაც ძირითადი დროის ბოლო წამზე ორქულიანით გაათანაბრა, სულ კი 31 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა აარონ ნესმიტმა - ფორვარდმა 9-დან 8 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.

ნიქსს 43 ქულით, 5 პასითა და 1 მოხსნით ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა. 35 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო კარლ-ენტონი თაუნსის ანგარიშზე.

გუნდებს შორის მომავალი მატჩი შაბათს, 24 აპრილს, კვლავ ნიუ იორკში გაიმართება.

სხვა სტატიები